აღმოაჩინე შენი საქართველო ზამთარში

Home - 4 Seasons 4 You

აღმოაჩინე შენი საქართველო ზამთარში

აღმოაჩინე შენი საქართველო ზამთარში

ბუხარში ცეცხლის გიზგიზი, თბილი ჩაი, სითბო და სიმყუდროვე  ულამაზესი თოვლიანი მთების ხედებით.  თხილამურებით სრიალი თუ თოვლიან კოშკებს შორის ხეტიალი, რომანტიული საღამოები და სპა პროცედურები.  ყველას თავისი ზამთარი აქვს საქართველოში.  ზამთარშიც შეგიძლია იპოვო შენი საქართველო
ვისაც ექსტრიმი დასპორტული თავგადასავლები უყვარს, მათთვის გუდაურია. თბილისიდან სულ რაღაც 122 კილომეტრში
თუ გინდათ ისრიალოთ და საქართველოს ისტორიასაც ეზიაროთ მესტია გელოდებათ თავისი უძველესი კოშკებით და სვანური სტუმართმოყვარეობით.
საოჯახო დასვენება და სრიალი გნებავთ ბაკურიანი გელით დათოვლილი ტყეებით და საბავშვო გასართობი პარკით. აქ შეგიძლიათ ისრიალოთ და ისეირნოთ ბავშვებთან ერთად.

ზამთარი მარტო თოვლი და სრიალი არ არის განტვირთვა  გინდა? საუკეთესოა  ბორჯომის, საირმე და ლიკანი  გამაჯანსაღებელი და სპა   პროცედურებით სადაც  დასვენებასთან  ერთად შენ სილამაზესა და ჯამრთელობაზე იზრუნებენ.

დროისტარებასა და სანახაობებით დატვირთულ გრაფიკს ამჯობინებთ, მაშინ ბათუმი გელოდებათ სადაც ფეხით სეირნობა ზღვის სანაპიროზე არასოდეს მოგბეზრდებათ.  აქ მზე და სითბო გელოდებათ თოვლიანიანი  მთების შემდეგ. ველოსიპედებით სეირნობა ბულვარში და ძველი ბათუის ულამაზესი ქუჩები 

და ბოლოს თბილისი ულამაზესი თავისი ქუჩებითა და სახლებით, ძველი აბანოებით და ბოტანიკური ბაღით, ეკლესიებით თუ მუზეუმებით. გასართობი პარკებით თუ ღამის ბარებითა და პატარა ლამაზი კაფეებით.