ახალი წლის ტრადიცია

Home - Stories

ახალი წლის ტრადიცია

2019-06-28 23:00:002019-06-28 23:00:00

ახალი წლის ტრადიცია

 

ახალი წლის ტრადიცია საქართველოში მრავალფეროვანია. ქვეყნის ყოველი კუთხე განსხვავებულად აღნიშნავს

ქართული კერძები, ტრადიცია, გართობა, ზეიმი, მხიარულება მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების წრეში  და ახალი წლის ღამეს მეტი არც არაფერი სჭირდება  კარგ დასვენებას.

ქართველების უმრავლესობა ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში ხვდება. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალი წლის სუფრა იდეალურად გამოიყურებოდეს, იყოს ტრადიციული კერძებით და ტკბილეულით გაწყობილი.

ახალი წლის წინა დღეს ყველა ემზადება და საახალწლო სუფრაც იშლება. სუფრა გამორჩეულია, რადგან ის ძირითადად ტრადიციულად არის გაწყობილი. გოზინაყი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება ტრადიციული კერძები და ტკბილეული.

ღამის თორმეტ საათზე იწყება ყველაზე მთავარი მხიარულება, მილოცვები ჰაერში უამრავი მაშხალები და შუშხუნები ტრიალებენ ყველა ბედნიერია ახალი წელი დადგა.

 

 მხიარულება დილამდე გრძელდება, სახლებიდან ქუჩებში გადაინაცვლებს და ერთმანეთთან სტუმრობების დრო იწყება. ქართველებს ერთი უძველესი კარგი საახალწლო ტრადიცია გვაქვს მეკვლეობა, მეკვლე  უახლოესი ადამიანია რომელიც პირველი შემოდის ახალწელს ოჯახში  და ბედნიერება შემოაქვს. როგორი მეკვლეც მოგივა ისეთი იქნება ახალი წელიო და ამიტომ ყველა ცდილობს ბედნიერი ფეხის მეკვლე ყავდეს. მეკვლეც თავის მხრივ ტკბილეულით და ხილით ხელდამშვენებული შემოდის.

ორ იანვარს  საქართველოში ბედობას უწოდებენ. როგორც გაატარებ ამ დღეს ისეთი წელიწადი დაგებედებაო ამბობენ ქართველები და ცდილობენ ეს დღე წარმატებული და ბედნიერი დაიბედონ.