Summer

Home - 4 Seasons 4 You

Summer

Summer

ზაფხული ზღვა,  ტალRების ხმაური, სანაპიროზე სეირნობა და ყოველ საღამოს იმის ყურება თუ როგორ ჩადის მზე ზღვაში.  ზაფხული ცამდე ასული მთები და ღრუბლებამდე ასული კლდის წვერები, სიჩუმე.  ეს შენ სვებულებაა საქართველოში.

ეს ის დროა რომელსაც მთელი წელი ელოდები და გეგმავ, გინდა განსაკუთრებულად გატარო. საქართველო სწორედ ის ადგილია.

 

მთაში გინდა დაისვენო დალაშქრო გაუკვალავი ადგილები, ხელით მისწვდე ღრუბლებს.  ულამაზესი კანიონები და ჩანჩქერები,  კლდეებში ჩაკარგული ტბები.

ჯუთა, ყაზბეგი, აბუდელაურის ტბები, მარტვილის და დამბაშის კანიონები. თუშეთი რაჭა

 

მთებში ჩაკარგული კოშკები და უძველესი ისტორიები ხევსურეთი და სვანეთი- შაილი და მესტია.

 

ზაფხული და რათქმაუნდა ზღვა.  თუ აქტიური დასვენება გინდათ რათქმაუნდა ბათუმი ღამის კლუბებით, კაფეებით, მაღაზიებით, საბავშვო გასართობი ადგილებით,   ულამაზესი ბულვარით სადაც საღამოობით მზის ჩასვლის საუყრებლად და სასერინოდ გამოსვლას არაფერი ჯობს და ბათუმის სავიზიტო ბარათი დელფინარიუმი.

ქობულეთი ხალხმრავალი და მხიარული უგემრიელესი ქართული სამზარეულოთი გელოდებათ.

თუ ზღვა და სიმშვიდე გიყვარს გონიო და კვარიათი, შეკვეთილი.

 

თუ ბავშვებთან ერთად დასვენებას გეგმავ საუკეთესოა ბაკურიანი , ბორჯომი, ლიკანი, საირმე, ბახმარო სადაც სუფთა ჰაერი და ულამაზესი წიწვოვანი ტყეებია.

 

 სუფთა ჰაერი, სიწყნარე და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა  ეს აბასთუმანია აქ ოჯახთან ერთადაც მშვენივრად გაატარებ დროს.