Faq

Home - Faq

4Seasons.ge არის შ.პ.ს. „ოთხი სეზონი“-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ პლატფორმა.

შპს „ოთხი სეზონი“ შეიქმნა ქართული ტურისტული ბიზნესის მხარდასაჭერად, კერძოდ საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ზომის სასტუმროების  და ასევე აპარტამენტების/ჰოსტელების/კოტეჯების მფლობელებისთვის ჯავშნებისა და გადახდების მომსახურეობის გაწევისთვის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით.

კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიაა შიდა ტურიზმის მონაწილეთათვის მოხერხებული და კომპლექსური ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზებაა, რაც უმეტესად გადახდების ონლაინ მიღების ორგანიზებას მოიცავს.

კომპანიის სერვისების მომხმარებლები არიან ეკონომიკური საქმიანობის მწარმოებელი ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც კომპანია სთავაზობს გადახდების დისტანციურად მიღების სერვისს.

4 სეზონის საიტით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სასტუმროების, აპარტამენტების, ჰოსტელების და ა.შ მესაკუთრეებს საკუთარი მომსახურეობის შეთავაზებისთვის , და ასევე სტუმრებს სასურველი ნომრის (ბინის ) მოსაძიებლად და დასაჯავშნად

•   პირველ რიგში საჭიროა რეგისტრაციის გავლა . რეგისტრაციის დროს ირჩევთ         “ მფლობელის რეგისტრაცია”-ს.
•   მიუთითედ მფლობელის სახელი , გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, იურიდიული პირის შემთხვევაში – კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი , ასევე შეიყვანეთ პაროლი და გაიმეორეთ
•   შედით თქვენს ელექტრონულ ფოსტაში და  ჩვენს მიერ გამოგზავნილ ბმულზე გადასვლით  დაადასტურეთ რეგისტრაცია (აუტენტიფიკაცია) 
•   რეგისტრირებული მომხმარებელი ვებ გვერდზე სარგებლობს საკუთარი სამუშაო სივრცით (ექსტრანეტი)
•    სამუშაო სივრცეში თქვენ შეძლებთ:
•     სასტუმროს ნომრების ან გასაქირავებელი ბინის დამატებას
•    ჯავშნების კალენდრის რედაქტირებას/განახლებას
•    გადახდების და ინვოისების მართვას/შემოწმებას
•    თვალი ადევნოთ ჯავშნების და გადახდების ისტორიას და დააგენერირებთ რეპორტებს ანგარიშგებებისთვის

•   როდესაც თქვენ დაამატებთ გასაქირავებელი სასტუმროს/ნომრის/ბინის შესახებ ინფორმაციას, ჩვენ გადავხედავთ მას და დაგიკავშირდებით . ხელშეკრულების გაფორმების და დადასტურების შემდეგ კი თქვენი ობიექტი იქნება განთავსებული 4სეზონის პლატფორმაზე!
 

•    პირველ რიგში საჭიროა რეგისტრაციის გავლა . რეგისტრაციის დროს ირჩევთ         “ მფლობელის რეგისტრაცია”-ს.
•    მიუთითედ მფლობელის სახელი , გვარი და ელექტრონული ფოსტის მისამართი, იურიდიული პირის შემთხვევაში – კომპანიის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი , ასევე შეიყვანეთ პაროლი და გაიმეორეთ
•    შედით თქვენს ელექტრონულ ფოსტაში და  ჩვენს მიერ გამოგზავნილ ბმულზე გადასვლით  დაადასტურეთ რეგისტრაცია (აუტენტიფიკაცია) 
•    რეგისტრირებული მომხმარებელი ვებ გვერდზე სარგებლობს საკუთარი სამუშაო სივრცით (ექსტრანეტი)
•    სამუშაო სივრცეში თქვენ შეძლებთ:
•    სასტუმროს ნომრების ან გასაქირავებელი ბინის დამატებას
•    ჯავშნების კალენდრის რედაქტირებას/განახლებას
•    გადახდების და ინვოისების მართვას/შემოწმებას
•    თვალი ადევნოთ ჯავშნების და გადახდების ისტორიას და დააგენერირებთ რეპორტებს ანგარიშგებებისთვის
•    როდესაც თქვენ დაამატებთ გასაქირავებელი სასტუმროს/ნომრის/ბინის შესახებ ინფორმაციას, ჩვენ გადავხედავთ მას და დაგიკავშირდებით . ხელშეკრულების გაფორმების და დადასტურების შემდეგ კი თქვენი ობიექტი იქნება განთავსებული 4სეზონის პლატფორმაზე!
 

გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ უნდა გაგიწიოთ ფინანსური მომსახურეობა , აუცილებელია ჩვენს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება , სადაც გაწერილი იქნება მომსახურეობის ყველა დეტალი. ნომრის/ბინის მონაცემების წარმატებით ატვირთვის შემდეგ მიიღებთ წერილს ჩვენგან სერვისის გააქტიურების შესახებ 4seasons.ge- ზე

1. თქვენ ღებულობთ მომსახურეობას  რომელიც აქამდე მიუწვდომელი იყო მცირე მფლობელისთვის  

   თქვენ შეძლებთ სტუმრებისგან მომსახურეობის საფასურის მიღებას პლასტიკური ბარათების მეშვეობით. ამის გარდა თქვენი სასტუმროს/აპარტამენტების/ჰოსტელის  ჩვენს  პორტალზე განთავსებით თქვენ მნიშვნელოვნად ზრდით პოტენციური კლიენტების რაოდენობას , რაზეც   4Seasons.ge-ზე იქნება აქტიურად ორიენტირებული. ასევე არ დაგავიწყდეთ რომ პლატფორმით სარგებლობა უფასოა , თქვენ იხდით მხოლოდ საკომისიოს  რეალურად გადახდილ ჯავშანზე არ გჭირდებათ  არც Western Union  და არც ძვირადღირებული საბანკო გადარიცხვები 
2. NoShow    და გაუქმებული ჯავშნების თანხის გარანტირებული მიღება

თქვენ შეგიძლიათ კლიენტს დაჯავშნისთანავე გადაახდევინოთ წინასწარ თანხა, მაგალითად  1/2/3 ღამის ღირებულება, რომელსაც ის უკან ვეღარ მოითხოვს თუ არ გესტუმრებათ. თქვენ ასცდებით ფუჭ ჯავშნებს და არ დაკარგავთ შემოსავლებს.

3. კლიენტის შთაბეჭდილების გაზიარება

კლიენტებს ექნებათ შესაძლებლობა შეაფასონ და დააკომენტარონ თქვენთან გატარებული დრო, რაც დაგეხმარებათ კლიენტების მოზიდვაში

4. მხარდაჭერა

ჩვენი მხარდაჭერის ჯგუფი ონლაინ ჩატის საშუალებით დაგეხმარებათ თქვენც და თქვენს კლიენტებსაც პრობლემებისა და კითხვების გადაჭრაში

როდესაც თქვენს ნომერს/ბინას დაამატებთ 4Seasons.ge-ზე  და ჩვენ დაგიდასტურებთ მის განთავსებას პლატფორმაზე , რეგისტრირებულ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ ხელშეკრულებას, სადაც მითითებული იქნება   საკომისიოს ოდენობა და მხარეთა პასუხისმგებლობები. მომსახურების პირობები ასევე მითითებული იქნება   ინვოისის გენერირების მენიუში, რომელიც თანხმობის შემთხვევაში  გაიგზავნება სტუმართან გადახდის განსახორციელებლად.
საკომისიო ავტომატურად ჩამოიჭრება პლატფორმის მიერ სტუმრისგან მიღებული თანხიდან ,  დანარჩენი კი  ჩაირიცხება თქვენს ბიზნეს ბარათზე, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადახდისა და განაღდების მიზნით.
ჩვენ დაგეხმარებით საბანკო ანგარიშის გახსნაში და  ბიზნეს ბარათის მიღებაში. საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხების ამონაწერი და სხვადასხვა საბანკო ოპერაციები: გადარიცხვა და ა.შ. ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის მომსახურე ბანკის დისტანციური სერვისების გამოყენებითაც.
 

ჯავშნის  დადასტურებისა და „დასტურის მეილის“ გაგზავნის შემდეგ, თქვენს სტუმარს შეეძლება საფასურის გადახდა ინტერნეტით, თავისი პლასტიკური ბარათით თქვენს მიერ  გაგზავნილი საგადახდო ბმულის მეშვეობით.
4Seasons.ge -გან მიღებულ  ელექტრონულ წერილში მითითებული იქნება საჭირო ინფორმაცია, ჯავშნის პირობები  და გადახდის ბმული.  ბმულზე გადასვლის შემდეგ სტუმარი გადავა ონლაინ გადახდების დაცულ გვერდზე ბარათის მონაცემების შესაყვანად და გადახდის დასადასტურებლად.
გადახდის სტატუსი დაუყოვნებლივ აისახება თქვეს სამუშაო სივრცეში „ჯავშნები“-ის მენიუში - ინვოისის სტატუსი იქნება "paid" და ღილაკი გამწვანდება.
გადაუხდელი ინვოისები ამავე გვერდზე იქნება წითლად მონიშნული.

საქართველოს კანონმდებლობით, ყველა გამქირავებელს მოეთხოვება დარეგისტრირდეს მეწარმედ და გამჭვირვალე გახადოს თავისი საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები . ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ კონსულტაცია ამ საკითხთან დაკავშირებით

1.    გასაქირავებელი ქონების ფლობის დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან გასაქირავებელი ქონების იჯარის ხელშეკრულება
2.    პირადობის მოწმობის სკანირებული ასლი
3.    განაცხადი სავაჭრო პლატფორმაში ჩართვის შესახებ
4.    ხელშეკრულება სავაჭრო პლატფორმასთან გადახდების სერვისების მიღების თაობაზე

თქვენი ბინის/ნომრის შესახებ მონაცემების რედაქტირებას და განახლებას შეძლებთ ნებისმიერ დროს
ნომრის/ბინის თქვენს სამუშაო სივრცეში დამატებისას ჩვენ გთხოვთ ფოტოების ატვირთვას. ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით როგორ უყვართ სტუმრებს იმ ადგილის ფოტოების თვალიერება, რომელსაც მალე უნდა ესტუმრონ. ჩვენ გირჩევთ ატვირთოდ როგორც შიდა ინტერიერის, ასევე ექსტერიერს ფოტოები. არ არის აუცილებელი ფოტოები იყოს პროფესიონალური ხარისხის, მობილურით გადაღებული ფოტოების ხარისხიც მისაღებია.